1. პროექტის სახელწოდება:
" გლობალური დათბობა--დედამიწა საფრთხეშია".
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
გლობალური დათბობის მთავარი მიზეზი ადამიანია, გავუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტას ანუ ჩვენ თავს.
3. პროექტის აქტუალობა:
კაცობრიობისთვის ცნობილია, რომ ჩვენი პლანეტა საფრთხეშია, რასაც მოწმობს გახშირებული ბუნებრივი კატაკლიზმები და ტექნოგენური კატასტროფები.
4.პროექტის მიზნები:
გლობალური პრობლემების ანალიზი თვალნათლივ დაანახებს მოსწავლეებს დედამიწაზე არსებულ პრობლემებს და ასწავლის გარესამყაროზე ზრუნვას.
5.მონაწილეთა ასაკი:
16--17 წელი.
6.ვადები ,ხანგრძლივობა:
ორი კვირა.
7. მოსალოდნელი შედეგები. პროექტები რაც შეიძლება შეიქმნას:
პრობლემების რეალური აღქმა და გაგება.მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდა. გარემოზე ზრუნვა : დასუფთავება.
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
წიგნი, სამუშაო რვეულები, ენციკლოპედია, ინტერნეტი დისკები, პროექტორი.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
საკითხების განაწილება ,ინფორმაციის ინტერნეტით მოძიება, ინფორმაციის ფოტო და ვიდეო მასალით სრულყოფა.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
გლობალური გეოგრაფია , გეოგრაფია, ისტ-ი.
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)
ჯუნა გულიშვილი, ეკა ბურდული.
12.ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:
magdadagio@gmail.com